მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი ბალტიის სახელმწიფოებისა და აშშ-სგან უნდა აიღონ - მიხელსონი

მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ზე აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დააწესონ.

"დღე 31. ქართველები ევროპის გვერდით არიან და არა - რუსეთის. ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი ბალტიის სახელმწიფოებისა და აშშ-სგან უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ძალაუფლების მიმტაცებლებს საქართველოში", - წერს მარკო მიხელსონი.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები