მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპულმა საბჭომ ირანი კიდევ ერთხელ დაასანქცირა - მიზეზები

ეუ

ევროპულმა საბჭომ ირანში 6 პირი და 5 კომპანია დაასანქცირა. მიზეზი მათ მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უკანონო ომში იყენებს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიები პირველები არიან, რომლებიც EU-ის სანქციების განახლებულ ჩარჩოში მოხვდნენ. 2023 წლის ივლისში შემუშავებული ახალი გეგმა კი რუსეთისთვის უკრაინასთან ომში ირანის სამხედრო დახმარების შეზღუდვას ემსახურება. ახალი შეზღუდვები თანხვედრაშია სანქციების წინა 4 ეტაპთანაც, რომლის ფარგლებშიც დრონების მწარმოებელი ირანული კომპანიები დასანქცირდნენ.

დასანქცირდნენ კომპანიები: Shakad Sanat Asmari, Baharestan Kish Company, Saad Sazeh Faraz Sharif, Sarmad Electronic Sepahan Company, Kimia Part Sivan Company, ასევე მათი აღმასრულებელი დირექტორები და სხვა წამყვანი პირები.

სანქცირებულ პირებს აქტივების გაყინვა და EU-ს საზღვრების კვეთის აკრძალვაც შეეხებათ. გარდა ამისა, მათთვის ნებისმიერი ეკონომიკური რესურსის დაგროვება, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზებით, აკრძალულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები