მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროპულთან შედარებით, [საწვავის] ფასები ბევრად დაბალია, თუმცა აქაც არის სივრცე ფასების შემცირებისთვის - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართა საწვავის იმპორტიორებთან და ავტოსადგურების წარმომადგენლებთან, სადაც გაირკვა რომ ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები ბევრად დაბალია, მაგრამ მაინც არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.

„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს შეხვედრა გვქონდა საწვავის იმპორტიორებთან და ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.

კიდევ უფრო საინტერესოა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, პარლამენტი ჩაერთვება თავისი კომისიით სამუშაო პროცესი, მთავრობა განაგრძობს მუშაობას.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები