მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია 8.5%-მდე შემცირდა

63da42aada310
გიორგი თოლორდავა
01.02.23 15:10
516
ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ინფლაცია 9.2% იყო; ნოემბერში - 10.1% იყო; ხოლო ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 5.2%-იან ნიშნულზე დარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.

იანვრის თვეში ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში თითქმის 50%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, რეკორდული ინფლაციის მოსათოკად და ევროს მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიული ტემპით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ECB-ის კომიტეტმა დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 2%-იან ნიშნულამდე გაზარდა.

ინფლაციის ტემპის შენელების ფონზე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ECB-ის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის არა 75 საბაზო პუნქტით, არამედ 50-25-ით გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები