მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროზონაში ინფლაცია გაიზარდა

ევროზონა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. კერძოდ, გასულ თვეს წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე და ის ანალიტიკოსების პროგნოზსაც აღემატება.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (Core CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.8%-ს შეადგენს, ნაცვლად ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული 2.7%-ისა.

წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად ზრდა პირდაპირ კავშირშია სურსათის გაძვირებასთან და ენერგორესურსების ფასების მატებასთან, რაც სეზონური ეფექტით და ბირჟაზე ნავთობის გაძვირებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები