ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, დაზუსტებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.3%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 3.4%-ისა. თავად ეს შედეგი კი 2022 მარტის შემდეგ დაფიქსირებული მინიმუმია.
ინფლაციის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-მდე გაზარდა, ეს კი ევროპისთვის უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.