მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ე.წ. "დელივერი სერვისის" მეშვეობით საკვების გარდა ფარმაცევტული საქონლის მიტანაც გახდა შესაძლებელი

5e859edf304a2
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.20 12:20
2913
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 211-ე დადგენილება, რითიც განისაზღვრა იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია საქმიანობის იმ სფეროებზე, რომლებიც 30 მარტს დამტკიცებულ დადგენილებაში გამონაკლისებად არ იყო აღიარებული. ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში ე.წ. "დელივერი სერვისის" შესახებ ჩანაწერს, რაც აქამდე მხოლოდ საკვების მიტანას ითვალისწინებდა, დაემატა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ახლა სამედიცინო ნაწარმის მიტანაც გახდა ნებადართული. 

დადგენილების მეშვიდე მუხლი, “ო” ნაწილი:

“„ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“).”- წერია დოკუმენტში.

ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში გაჩნდა "დანართი ნომერი 2", რომელიც დამატებით ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალს შეიცავს და მისი მიხედვით, ქვეყანაში საფოსტო და საკურიერო მომსახურება ნებადართულ საქმიანობად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები