საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21:00-დან, 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
უწყებათშორისმა საბჭომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნა-არმოსხნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;
აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურული მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, კათოლიკურ შობასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კონფესიებს შეუძლიათ დარეკონ 144-ზე, მიაწოდონ სიები მთავრობას თავიანთი მრევლის შესახებ და საშვები დაიშვება მოქალაქეებზე, რომლებიც თავიანთ სამლოცველოებში მისვლას უპრობლემოდ შეძლებენ.


























