მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. კორტები გაიყიდა - ინვესტორს 5 მლნ-ის დახარჯვა მოუწევს

61b1b4512bccd
ინგა მურუსიძე
09.12.21 11:44
5661
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე, ჩატარებული აუქციონი დასრულდა და გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

„რაც შეეხება იპოდრომის მიმდებარედ, კორტების ტერიტორიას, წინა ხელისუფლების პერიოდში, გასხვისდა ეს ტერიტორია იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ, თუმცა ჩვენ ეს ტერიტორია დაავიბრუნეთ. შემუშავებულია კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის ათვისება - საუბარია ჩოგბურთის კორტების პროექტის განხორციელებაზე, გვყავს გამარჯვებული კომპანია - შპს „კორტები“, რომელსაც გადაეცემა საკუთრების უფლება. მან უნდა განახორციელოს 5 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია, უნდა გააკეთოს არანაკლებ 3 ჩოგბურთის კორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია თბილისის მერიამ კერძო მფლობელისგან 2020 წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

რაც შეეხება გასხვისებას, მერიას მოუწია კორტებთან დაკავშირებით აუქციონი ორჯერ გამოეცხადებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები