მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eximcrop-ი საქართველოში რიტეილისთვის Dark Store მომსახურების შეთავაზებას გეგმავს

6453c4f05ddec
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.23 23:31
966
მსოფლიოში მოქმედი აგრო-სასურსათო ვაჭრობის ონლაინ პლატფორმა Eximcrop საქართველოში რიტეილ სექტორისთვის Dark Store მომსახურების შეთავაზებას გეგმავს - კომპანიის ახალი პროექტის შესახებ Eximcrop-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ გოგალაძემ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

Eximcrop-ი ქართველმა და უკრაინელმა პარტნიორებმა 2020 წელს აშშ-ში დააფუძნეს, დღეს კი ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა აშშ-ში, ესტონეთსა და დუბაიში კომპანიებს მართავს, რომლებიც აგროსურსათის მწარმოებლებს მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტის გაყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. კომპანიის თანადამფუძნებელი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მსოფლიოში Dark Store-ის მომსახურებას ძალიან ტრენდულია და ის ფრეშპროდუქტების რეალიზების მაჩვენებელს ზრდის.

„მიმდინარე წელს ზაფხულისთვის საქართველოში Dark Store მომსახურებას გავუშვებთ. ეს ძალიან ტრენდული სერვისია, ონლაინ ვაჭრობაში ფრეშ კატეგორიის გაზრდისთვის.

ეს არის ჩრდილოვანი მაღაზია, რომელსაც მომხმარებელთან უშუალო შეხება არ აქვს და ურბანულადაც დისტანცირებულ ადგილზეა და მიწოდებას ონლაინ ახორციელებს. ეს საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ტრენდულია. მაგალითისთვის თურქეთში Dark Store-ის სისტემით ფრეშ პროდუქტის მიწოდება უკვე 9%-ია. საქართველოში კი ალბათ 1%-ზე ნაკლებია, თუმცა გამოცდილება ქვეყანაში გვაქვს და ქსელურმა მარკეტებმა ეს პრაქტიკა დანერგეს.

ჩვენ განსხვავებულ კონცეპტს ვთავაზობთ, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ შევალთ ოპერირებაში, ანუ შევთავაზეთ კარიდან კარამდე მიტანას და დასაწყობებას, ეს იქნება "ქლაუდ სერვისი" და Software ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ჭკვიანი ყუთებით დასაწყობდება და გაიყიდება ეს პროდუქცია. ამასთან, ჩვენი გუნდი გაუკეთებს ოპერირებას ანუ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით უზრუნველყოფს ხარისხის შენარჩუნებასა და პროცესის გამართულობას. EximCrop-ი ამ პროექტს პირველად საქართველოში განახორციელებს, ხოლო შემდეგ პროექტის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვგეგმავთ... ვუმიზნებთ უზბეკეთის ბაზარს“, - აღნიშნა ვახტანგ გოგალაძემ.

მისი თქმით, კომპანია დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობაში ინვესტიციების ჩადებას არ გეგმავს, არამედ საქართველოში არსებულ სასაწყობე მეურნეობებთან ითანამშრომლებს.

„ჩვენ მივალთ ამ სერვისით ნებისმიერ ქსელთან და შევთავაზებთ, მისი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით თუ ფრეშპროდუქციის გაყიდვების გაზრდა სურთ, ჩვენ ამაში ყველანაირად ხელს შევუწყობთ და გარკვეულ ანაზღაურებას ავიღებთ. ტარიფები ზაფხულისთვის განისაზღვრება“, - განაცხადა EximCrop-ის თანადამფუძნებელმა.

Dark Store-ის პროექტთან მიმართებით, კომპანიაში დადებითი მოლოდინები აქვთ. Eximcrop-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ეს რიტეილ სექტორში ფრეშპროდუქტების გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ქართველი მომხმარებლის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, პანდემიამ ონლაინ ვაჭრობის სერვისებს შეგვაჩვია. რაც ყველაზე მთავარია, ფრეშპროდუქციის რეალიზების გაზრდა თვითონ სუპერმარკეტის ცნობადობას და საერთო კატეგორიების გაყიდვებს ზრდის. დღეისთვის, საქართველოში რიტეილ სექტორში ფრეშპროდუქტების კატეგორიას 5-7% უკავია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ფრეშპროდუქტებს რიტეილ სექტორში გაყიდვების 15-20% უნდა ეკავოს, რადგან ამ ინდუსტრიაში ყოველდღიურად მომხმარებელი ფრეშკატეგორიას მოჰყავს. ეს არის ლოკომოტივი რიტეილის განვითარების, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ეს ლოკომოტივი პატარაა და გამოწვევებით არის სავსე“, - აღნიშნავს გოგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები