მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Extra - ელექტრონული კომერციის ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში(რ)

ექსტრა
BM. GE
31.10.23 16:36
151

ელექტრონული კომერციის პლატფორმა Extra წლის ბოლოს შემოსავლის გაორმაგებას გეგმავს.

როგორც ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, მომდევნო წლებში კომპანია აპირებს, გაზარდოს მომსახურების არეალი და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები.

“გაყიდვების მოცულობით ელექტრონული კომერციის ბაზრის მოთამაშეებს შორის, Extra დღეს პირველ ადგილს იკავებს”, - აცხადებენ კომპანიაში.

Extra ქართული ელექტრონული კომერციის ბაზარზე 2020 წლის 29 თებერვლიდან ოპერირებს.

ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე განთავსებულია 120 000 ნივთი, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ Extra უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ისე - რეგიონში.

“Extra-ს მიზანია, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ისინი შეძლებენ მარტივად მოძებნონ სასურველი ნივთი, დაზოგონ დრო და მიიღონ მათზე მორგებული მომსახურება. Extra მომხმარებელს ჰპირდება - "საუკეთესო ფასის გარანტიას” და ყველაზე მოქნილ “გადაცვლა-დაბრუნების” პირობებს”, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები