ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი Exxon Mobil-ი 60 მილიარდ დოლარად Pioneer Natural Resources-ს ყიდულობს, რაც მიმდინარე წლის უმსხვილესი გარიგებაა. მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია Exxon-ს 1998 წლის შემდეგ არ განუხორციელებია, რაც ამ გარიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
მართალია, ოფიციალური მხარეები აღნიშნული გარიგების დეტალებზე საჯაროდ ჯერაც არ საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ Exxon-სა და Pioneer-ს შორის მოლაპარაკებები თვეებია გრძელდება და ახლა უკვე პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება.
ამ გარიგების შედეგად Exxon-ი პორტფელის გაფართოებას, ახალი საწარმოების მიღებას და ბუნებრივი რეზერვების მოცულობის გაზრდას შეძლებს. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად ცდილობენ პორტფელის დივერსიფიცირებას და Exxon-ის ეს ნაბიჯიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
რაც შეეხება უშუალოდ ტრანზაქციას, 60 მილიარდ დოლარს, ცხადია, Exxon-ის ხელმძღვანელობა ნაღდი ფულის სახით არ გადაიხდის. ეს იქნება ე.წ. აქციების გაცვლა, ანუ Exxon-ი ბირჟაზე საკუთარ აქციებს გაყიდის და მიღებული თანხით Pioneer-ს გამოისყიდის. ამ სახის ოპერაციის ჩატარების ფუფუნება Exxon-ს ნამდვილად აქვს, რადგან მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 440 მილიარდ დოლარს აღწევს, შესაბამისად, $60-მილიარდიანი ინვესტიცია Exxon-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.