მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EXXON MOBIL-ი გეგმავს, $50 მილიარდის აქციები უკან გამოისყიდოს

6392eba1eefe4
გიორგი თოლორდავა
09.12.22 16:39
651
უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული კომპანია, Exxon Mobil-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს.

კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

Exxon-ის გენერალური დირექტორის, დერენ ვუდსის განცხადებით, აქციების უკან გამოსყიდვის გარდა, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე ენერგიის განვითარების მიმართულებით 17 მილიარდ დოლარს დახარჯავს, გარდა ამისა, გაიზრდება ინვესტიციები "მწვანე" ენერგიის წყაროების კვლევის მიმართულებითაც.

მიმდინარე წელი Exxon Mobil-ისთვის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. 12 თვეში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 67%-ით გაიზარდა, საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $430-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, Exxon-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

1999 წელს დაფუძნებული Exxon-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, ის 63,000 თანამშრომელს ასაქმებს და აშშ-ის ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები