მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ExxonMobil-ის შეფასება რეკორდულად გაიზარდა

exxon

ამერიკული ენერგეტიკული გიგანტის, ExxonMobil-ის აქციების შეფასება რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნის ზრდა და გეოპოლიტიკური დაძაბულობა განაპირობებს.

ინვესტორების ოპტიმიზმი პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან, სადაც ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის ესკალაციის შიში მიწოდების შეფერხების რისკებს ზრდის.

პარალელურად, ბაზარი აქტიურად რეაგირებს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე: ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და ამერიკული ძალების მიერ მისი დაკავების შემდეგ, თეთრი სახლი სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში ნავთობის სექტორის აღდგენას გეგმავს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ ენერგოკომპანიებს საშუალება მიეცემათ ვენესუელის სანავთობო რეზერვებზე წვდომა აღადგინონ, რაც ExxonMobil-ის მიმართ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს, მიუხედავად კომპანიის დირექტორის განცხადებისა, რომელმაც ვენესუელას "არაინვესტირებადი" ქვეყანა უწოდა და ამით პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანებაც გამოიწვია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ExxonMobil-ის სტაბილურობა და მასშტაბური გლობალური ქსელი კომპანიას ენერგეტიკული ბაზრის მთავარ ბენეფიციარად აქცევს.

ამჟამად ExxonMobil-ის საბაზრო შეფასება 534 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის უდიდესი დასავლური ენერგეტიკული კომპანიაა. ცნობისთვის, Exxon-ის ისტორიული წინაპარი Standard Oil Company იყო, რომელიც ჯონ როკფელერმა 1870 წელს დააფუძნა და ნავთობი პლანეტის მთავარ ენერგეტიკულ რესურსად აქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები