მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EXXON MOBIL-ი ინდონეზიაში $15 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

exxon

ამერიკული ენერგეტიკული გიგანტი, Exxon Mobil-ი ინდონეზიაში 15 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. თანხის უდიდესი ნაწილი ქვეყანაში პეტროქიმიკატების საწარმოს მშენებლობას და ნახშირბადის შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

წინასწარი შეფასებით, ამ ინვესტიციის წყალობით, ინდონეზიაში შეიქმნება ისეთი მძლავრი სისტემა, რომელიც სამი გიგატონა ნახშირბადის დიოქსიდის დაჭერას და შეგროვებას შეძლებს. ამ პროექტის მიზანი გარემოს დაბინძურების დონის შემცირება და რეგიონში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

ცხადია, პროექტის განვითარებით ფინანსურ სარგებელს Exxon-იც მიიღებს, თუმცა კომპანიისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ე.წ. მწვანე ქულების დაგროვება და გარემოს დაცვითი მიმართულებით პოზიციის გაუმჯობესებაა, რასაც ბოლოს დროს ინვესტორები და საერთაშორისო ინსტიტუტები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

შეგახსენებთ, რომ Exxon-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 415 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 21,000-მდე ფილიალს ფლობს და ის 62,000 თანამშრომელს ასაქმებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები