საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიებს არასახარბიელო შედეგები აქვთ. რეკორდული 2022 წლის შემდეგ, Exxon-ს, Shell-ს, BP-ს, Total-სა თუ სხვა ნებისმიერ ენერგეტიკულ კომპანიას საკმაოდ მძიმე პერიოდი დაუდგა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მათი შემოსავლები საშუალოდ 50-60%-ითაა შემცირებული; მოგების მაჩვენებელი კი თითქმის 70%-ით დაეცა.
მაგალითად, BP-ს წმინდა მოგებამ მეორე კვარტალში 2.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 70%-ით ნაკლებია.
ანალოგიური შედეგი აქვს Shell-საც, რომლის შემოსავალი 5 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ფრანგული Total-ის მოგება კი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
არასახარბიელო შედეგები აქვთ ამერიკულ კომპანიებსაც, მათ შორის, Chevron-სა და Exxon-ს, რომლებსაც შემოსავლები 60%-ით შეუმცირდათ.
ენერგეტიკული კომპანიების შემოსავლების მკვეთრი შემცირება საერთაშორისო ბირჟაზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაიაფებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი 85%-ით დაეცა; ნავთობის ღირებულება კი საშუალოდ 20%-ით შემცირდა. გაიაფებული საქონელი კი ენერგეტიკული კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.