ExxonMobil-ი ხმელთაშუა ზღვის აუზში, საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში ბუნებრივი აირის მოპოვებას დაიწყებს. კერძოდ, საუბარია იონიის ზღვაში მდებარე ბუნებრივი აირის მომპოვებელ ერთ-ერთ პროექტში წილის შეძენაზე.
შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული კომპანია ბუნებრივი რესურსის მოპოვებაში მონაწილეობას უკვე არსებულ მეწილეებთან ერთად მიიღებს.
აღნიშნული ინვესტიცია ხაზს უსვამს აუთვისებელი ბერძნული ჰიდროკარბონის რეზერვებისადმი გლობალური მოთამაშეების დაინტერესებას. აღმოჩენილი მარაგების რაოდენობის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროპა რუსულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას კიდევ უფრო შეძლებს.




























