მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაბერჟეს კვერცხი აუქციონზე რეკორდულ $30,2 მილიონად გაიყიდა

Faberge

1913 წელს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის დედისთვის საჩუქრად დამზადებული ფაბერჟეს კვერცხი Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ 30,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

"ზამთრის კვერცხისთვის" აუქციონზე სამი წუთი იბრძოდნენ, საბოლოოდ აუქციონი უცნობმა მყიდველმა მოიგო, რომელმაც ლონდოში გამართულ აუქციონზე 22.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

ფაბერჟეს საიუველირო სახლმა 1885-დან 1916 წლამდე სულ დაახლოებით 50 საიმპერატორო კვერცხი დაამზადა, რომლებსაც ტრადიციის მიხედვით, აღდგომაზე ჩუქნიდნენ საიმპერატორო ოჯახის წევრებს. თითოეული კვერცხის დამზადებას დაახლოებით ერთი წელი სჭირდებოდა. მათი უმეტესობა როკოკოსა და ნეოკლასიციზმის სტილშია შესრულებული, თუმცა ზამთრის კვერცხი განსხვავებულად თანამედროვეა მათ შორის - ასე აფასებს Christie's-ის რუსული ხელოვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარგო ოგანესიანი "ზამთრის კვერცხს".

კვერცხს ათასობით ბრილიანტი ამშვენებს, თუმცა ბრილიანტები იმდენად პატარა ზომისაა, რომ მათ უმეტესობას, როგორც ძვირფას თვალს დიდი ფასი არ აქვს, ფაბერჟეს კვერცხი ღირებულია, რადგან უნიკალური ხელოვნების ნიმუშია.

1917 წელს ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, საიმპერატორო ოჯახის მთელი ქონება საბჭოთა კავშირის მფლობელობაში გადავიდა, ფაბერჟეს ნაწარმის უმრავლესობა კი ან განადგურდა ან დასავლეთში გაიყიდა.

"ზამთრის კვერცხი" 1930-იან წლებში სულ რაღაც 450 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა (დღევანდელი $30 000), მან რამდენიმეჯერ გამოიცვალა მფლობელი, ხოლო პირველად აუქციონზე 1994 წელს გავიდა, Christie's-ის აუქციონზე კვერცხი რეკორდულ $5.6 მილიონად გაიყიდა. 2002 წელს თავისივე რეკორდი მოხსნა, ნიუ იორკში ისევ Christie's-ის აუქციონზე მისმა საბოლოო ფასმა $9.6 მილიონი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები