მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-ი და Instagram-ი მილიონობით მომხმარებლისთვის გაითიშა

facebook

მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებლისთვის სოციალური ქსელები, Facebook-ი და Instagram-ი გაითიშა. როგორც ირკვევა, პლატფორმებზე მასშტაბური ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა. ამის გამო, ადამიანებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომის პრობლემა შეექმნათ. მომხმარებელთა თქმით, სისტემამ ისინი პირად გვერდებზე შესვლის უფლების გარეშე დატოვა.

შეფერხების გამო მომხმარებლებმა ალტერნატიულ საკომუნიკაციო ქსელებს, მათ შორის Linkedin-ს X-სა და WhatsApp-ს მიმართეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პლატფორმებზე წარმოქმნილი ხარვეზის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები