ონლაინ ქსელებში ფოტოს გაზიარება არა მაუსისა და კლავიატურის გამოყენებით, არამედ გონებით გახდება შესაძლებელი. ის რაც შესაძლოა, ირეალური და ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან გეგონოთ, უახლოეს მომავალში თანამედროვე მსოფლიოში ჩვეულებრივი სიახლე იქნება. სოციალური ქსელი ფეისბუქი ამ ინოვაციის დანერგვისთვის სტარტაპს ყიდულობს, რომელიც ნეირონულ დონეზე მგრძნობიარე აქსესუარებს ქმნის. მათი დახმარებით კი კომპიუტერული მოწყობილობის მართვა, გონებით გახდება შესაძლებელი.


































