მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში შეფერხებები იყო

სოციალური ქსელი facebook instagram ფეისბუქი ინსტაგრამი

კომპანია Meta-ს სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და Instagram-ზე, მომხმარებელთა ნაწილს პრობლემები შეექმნა. ხარვეზები ფიქსირდება როგორც მობილურ აპლიკაციებში, ისე პლატფორმების ვებვერსიებში.

პლატფორმების მუშაობის მონიტორინგის სერვის Downdetector-ის მონაცემებით, აშშ-ში Facebook-ის მომხმარებლებმა 4 800-ზე მეტი საჩივარი დაარეგისტრირეს, მათგან 63% აცხადებს, რომ წვდომა უშუალოდ ვებგვერდზე შეეზღუდათ. რაც შეეხება Instagram-ს, აშშ-დან აპლიკაციის მუშაობის ხარვეზებზე 2 800-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა წყვეტილი და არასტაბილური იყო სხვა ქვეყნებშიც.

კომპანია Meta-ს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები