პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების დაკავშირება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დიდი უპასუხისმგებლობაა. ანაკლიის პორტზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ამ იდეის ინიციატორი ქართული ოცნებაა. ბახტაძის ეს განცხადება factcheck-მა გადაამოწმა და დაასკვნა, რომ ეს განცხადება არის ტყუილი. სინამდვილეში ანაკლიის პორტის იდეა 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს.