საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა – ფარცხისი – მანგლისი – წალკა - ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი - ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.