მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

სს
06.03.26 00:56
753

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები