ფარმაცევტული; საფეიქრო-სამკერვალო; სასათბურე მეურნეობები - ეს ის სექტორებია, რომლის მხარდაჭერასაც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას ურჩევს. ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის და ეკონომიკური სტუმულირების რეკომენდაციები გამოაქვეყნა. “ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, 2020-21 წლები იქნება ურთულესი პერიოდი ბიზნესის განვითარებისთვის და საქართველოს მთავრობას და ქართულ კომპანიებს მოუწევთ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა, რომ ახალ ეკონომიკურ პროცესებში ვიყოთ ჩართულები” - მიიჩნევენ ევროკავშირი საქარველოს ბიზნეს საბჭოში.
სტუმარი: სანდრო ჭუმბურიძე - ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი


































