მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული სექტორის წყალობით, დანიის მშპ გაიზარდა - Euronews

დანია

2023 წლის IV კვარტალში დანიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ით გაიზარდა. ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წლის ბოლო 3 თვეში მშპ-ს ზრდამ 2023 წელს დანიის ეკონომიკურმა ზრდამ 1.8%-ს მიაღწია.

Euronews-ის ინფორმაციით, მშპ-ის ზრდის “მამოძრავებელი ძალა” ფარმაცევტული ინდუსტრიაა, განსაკუთრებით კი მედიკამენტების მწარმოებელი Novo Nordisk-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 500 მილიარდ ევროს აღემატება და ევროპის ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას წარმოადგენს, რითაც ფუფუნების საგნებში LVMH-ის იმპერიასაც კი სჯობნის.

Novo Nordsik-ის წარმატება ბოლო დროს გამოშვებული წონაში კლების პრეპარატებს - Wegovy-სა და Ozempic-ს უკავშირდება, რომელთა გაყიდვებმა კომპანიას 2023 წელს 31.2 მილიარდი ევრო მოუტანა, 2022 წელზე 31%-ით, 2021 წელზე კი - 65%-ით მეტი.

“Denmarks Statistik”-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული ინდუსტრიის GVA 2023 წელს 50%-ზე მეტად გაიზარდა, მშპ-ში მისი კონტრიბუცია კი 1.8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმატების გარეშე, დანიის მშპ 0.1%-ით შემცირდებოდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ასევე უკავშირდება ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნის ზრდასაც, რომელმაც 2023 წლის IV კვარტალში 1.7% შეადგინა. ძირითადი ზრდა, 21.4%, კერძო ავტომობილების გაყიდვებში დაფიქსირდა.

2023 წლის ბოლო 3 თვეში დანიამ საერთაშორისო ვაჭრობაც გაზარდა, კერძოდ, იმპორტი 1.1%-ით, ექსპორტი კი - 5,7%-თ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები