მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა - სეს

სეს  ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3 355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.

სეს-ში აღნიშნავენ, რომ ღონისძიებების მეორე ეტაპზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება; აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.

"წლის განმავლობაში, აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შემცირებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები ტარდება. მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.

გასულ წელს, ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრები, ჯაგნარები და სიმინდის მასივები, ხოლო თერმული ნისლით - 348 620 ჰა ტერიტორია, განთავსდა 208 444 ცალი ფერომონიანი დამჭერი",- აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის გამოწვევად 2015 წლიდან იქცა. მას შემდეგ მავნებელმა მწერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სხვადასხვა კულტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები