აზიური ფაროსანა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის გამოწვევად 2015 წლიდან იქცა. მას შემდეგ მავნებელმა მწერმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სხვადასხვა კულტურებს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო, შემუშავებული სტრატეგიის და პროგრამის შესაბამისად 2017 წლიდან აქტიურად ახორციელებს. სეს-ში განმარტავენ, რომ მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები მავნებელთან ბრძოლის ქართულ გამოცდილებას ერთ-ერთ სამაგალითოდ მიიჩნევენ.
კითხვას, რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდა მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჯამში შეწამვლითი სამუშაოები 635 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.
“2024 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები 635 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელა. სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 354 ათას ჰექტრამდე ფართობი , მათ შორის სიმინდის მასივები, სოფლების და ტყის პერიმეტრები და სოფლების და დასახლებული პუნქტების ტერიტორიები. მონიტორინგის მიზნით განთავსდა 7 ათასზე მეტი ფერომონიანი დამჭერი და ასევე 154 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე” სადგური. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული,”- ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.