მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადგილებზე, სადაც ფაროსანას დიდი რაოდენობა დაფიქსირდა სეს-მა წამლობის ღონისძიებები დაიწყო

ფასროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზამთრეობის ფაზიდან გამოსული მავნებლის რიცხოვნობის დადგენის მიზნით, პირველ ეტაპზე ჩატარდა აზიური ფაროსანას მონიტორინგი. წამლობის ღონისძიებები იგეგმება და ხორციელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.

გეგმის თანახმად, წლის განმავლობაში 94 000 ჰექტრამდე ტერიტორია დამუშავდება; დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება 50 000-მდე სპეციალური სადგური.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის პერიმეტრებსა და ჯაგნარებს ცივი შესხურების ტექნოლოგიით ამუშავებს. სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, რომლებიც მავნებლის მოსაზიდად არის დამონტაჟებული, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა.

ტემპერატურის მატებასთან ერთად, აზიური ფაროსანა, მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებიდან გამოდის და ტყის პერიმეტრისკენ მიგრირებს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა იწყებს მცენარით კვებას და ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს", - წერს უწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები