მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასების გაზრდა 5-10%-ით მოგვიწია“ – „Roomix“

644fb9d5767ef
ნანუკა ნარიმანიძე
02.05.23 21:00
491
დეველოპერული კომპანია „Roomix“-მა თავის საცხოვრებელ კომპლექსზე ფასები 5-10%-ით გაზარდა, - ამის შესახებ “რუმიქს დეველოპმენტის” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სალომე საყვარელიძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში ყოველთვიურად გვიწევდა ფასების ზრდა, ეს განპირობებული იყო მასალების ფასების გაძვირებისა და, ზოგადად, ბაზრის მდგომარეობის გამო, ჯამში 5-10%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა“, - განმარტავს ის.

დეველოპერული კომპანია ერთი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და პირველი პროექტი პრემიუმ კლასისაა, რომელიც ცინცაძის 53 ნომერში მდებარეობს.

„ბაზარზე პრემიუმ კლასის პროექტით გამოვედით, ამ პროექტში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც 1005 კვ.მ-ა, თავისი ბავშვთა გასართობი მოედნითა და მოსასვენებელი სივრცეებით, მოწყობილია სკამები, მაგიდები და საცალფეხო ბილიკები, გვაქვს ორ დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, თანამედროვე ლობი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაცხოვრებლისთვის გარემო კომფორტული და თანამედროვე იყოს“,- აღნიშნავს გაყიდვების მენეჯერი.

აღსანიშნია ისიც, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ბინების გეგმარებების შერჩევა მომხმარებელს წინასწარ შერჩეული გეგმარებიდან შეუძლია.

„საცხოვრებელი კომპლექსის ბინების გეგმარება ინტერიერის დიზაინერმა მარია შენჰლერმა დაამუშავა. დაინტერესებულ მყიდველს საშუალება აქვს წინასწარ შერჩეული გეგმარებიდან თავისი სასურველი დიზაინი შეარჩიოს, რაც ბინის შეძენას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის“, - დასძინა მან.

ამასთან, სალომე საყვარელიძემ კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმები დიდია.

„ჯერჯერობით ორიენტაცია მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებზე გვაქვს გაკეთებული, სამომავლო გეგმებშია ვაჟა-ფშაველაზე მშენებლობის დაწყება, სხვა სიახლეების გავრცელებისგან, ჯერ-ჯერობით, თავს შევიკავებ“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია 2022 წელს დაარსდა, ის 28-30 აპრილს უძრავი ქონების კვირეულზე პირველად იღებს მონაწილეობას.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები