მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობის გაძვირება ხელფასების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების ზრდამ განაპირობა - საქსტატი

მშენებლობა

მარტში მშენებლობის ინდექსის ზრდა, ძირითადად, სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მატებამ, საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირებამ განაპირობა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წლიურად მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. ეს უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

თებერვალთან შედარებით კი, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.9%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად, ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7%-იანი ზრდით იყო განპირობებული, რამაც 0.94 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

სეგმენტების მიხედვით, მარტში ინდექსი შემდეგნაირად შეიცვალა:

საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-ით;

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.2-ით;

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.3%-ით

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 26%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები