მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფასების კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან ₾4.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო|დეკლარაცია

შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ბერეკაშვილი პოლიტიკაში წასვლამდე ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანია "ბკ ჰოლდინგს" ხელმძღვანელობდა და მისი 50%-ის მფლობელია. შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესთან არის დაკავშირებული.

კერძოდ კი, სს "ნიუ დეველოპმენტისგან" მიიღო 2,114,433 ლარის დივიდენდი, ხოლო მისმა მეუღლემ მაკა კვიციანმა "ბკ ჰოლდინგის" დირექტორის პოსტზე 2,417,433 ლარი მიიღო. შესაბამისად, ჯამურად აღნიშნული შემოსავლები 4,531,866 ლარს შეადგენს.

2025 წელსვე შოთა ბერეკაშვილმა დეპუტატის ხელფასის სახით 119,731 ლარი მიიღო, რაც სამშენებლო ბიზნესიდან მიღებულ შემოსავალზე 38-ჯერ ნაკლები იყო.

ბერეკაშვილი დეკლარაციაში უთითებს "ბკ ჰოლდინგის" 50%-იან წილს, თავის მხრივ ამ კომპანიის აქტივები ფინანსური ანგარიშის მიხედვით 274 მილიონ ლარს შეადგენს.

ქონებრივ დეკლარაციაში ბერეკაშვილი ასევე, შემდეგ აქტივებს უთითებს.

უძრავი ქონება

  • შოთა ბერეკაშვილი – 100% – მიწის ნაკვეთი – შეძენილია 22.07.2025 – ნასყიდობა – 592,870 EUR – ქ. თბილისი, ბაგების სატყეო ტერიტორია, უჩანეიშვილის ქუჩა N52 – 1,196 კვ.მ – რეგისტრირებულია საქართველოში
  • შოთა ბერეკაშვილი – 100% – მიწის ნაკვეთი – შეძენილია 08.05.2024 – ნასყიდობა – 47,380 EUR – ქ. თბილისი, ბაგების სატყეო უბანი – 96 კვ.მ – რეგისტრირებულია საქართველოში
  • შოთა ბერეკაშვილი – 100% – ბინა – შეძენილია 05.06.2025 – მემკვიდრეობა – 0 – ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N73 – 131.62 კვ.მ – რეგისტრირებულია საქართველოში
  • მაკა კვიციანი – 100% – საცხოვრებელი სახლი – შეძენილია 14.03.2016 – ნასყიდობა – 900,000 USD – ქ. თბილისი, ხახულის ქუჩა N4 – 1,200 კვ.მ (საერთო ფართი 708.8 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 168.1 კვ.მ, დამხმარე 120.8 კვ.მ, სარდაფი 235.9 კვ.მ, საზაფხულო 135.4 კვ.მ, ავტოსადგომი 48.6 კვ.მ) – რეგისტრირებულია საქართველოში
  • მაკა კვიციანი – 100% – მიწის ნაკვეთი – შეძენილია 19.07.2019 – ნასყიდობა – 30,000 USD – ქ. თბილისი, ხახულის ქუჩა N2 – 1,196 კვ.მ – რეგისტრირებულია საქართველოში
  • მაკა კვიციანი – 100% – ბინა – შეძენილია 11.06.2014 – ნასყიდობა – 50,000 USD – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, კობა წაქაძის ქუჩა N18თ – 55 კვ.მ – რეგისტრირებულია საქართველოში
  • მაკა კვიციანი – 50% – მიწის ნაკვეთი – შეძენილია 20.07.2022 – ნასყიდობა – 150,000 USD – ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, კობა წაქაძის ქუჩა N18თ – 1,300 კვ.მ (დასასვენებელი კომპლექსი, საერთო სასარგებლო ფართი 2,324.10 კვ.მ) – რეგისტრირებულია საქართველოში

მოძრავი ქონება

  • შოთა ბერეკაშვილი – 100% – მსუბუქი ავტომანქანა – Toyota Landcruiser 200 – შეძენილია 01.01.2016 – ნასყიდობა – 75,000 USD
  • შოთა ბერეკაშვილი – 100% – მსუბუქი ავტომანქანა – Porsche Cayenne – შეძენილია 01.01.2019 – ნასყიდობა – 75,000 EUR
  • მაკა კვიციანი – 100% – ავტომისაბმელი – Hyundai Ioniq – შეძენილია 01.01.2019 – ნასყიდობა – 15,000 USD

საბანკო ანგარიშები

  • შოთა ბერეკაშვილი - 213,000 ევრო; 87,216 დოლარი; 6878 ლარი.
  • მაკა კვიციანი - 33,262 ლარი; 5113 ლარი.

ნაღდი ფული

  • შოთა ბერეკაშვილი – 50,000 GEL და 60,000 USD – დანაზოგი

სამეწარმეო საქმიანობა

  • მაკა კვიციანი – შპს დალოოდ ფროდაქშენი – დირექტორი – 07.04.2023-დღემდე – წილი 0%
  • მაკა კვიციანი – შპს დალოოდი – დირექტორი – 06.08.2012-დღემდე – წილი 0% – პარტნიორი: მაკა კვიციანი
  • მაკა კვიციანი – შპს დალოოდ-კაფე – მეწილე – 07.04.2023-დღემდე – წილი 100%
  • მაკა კვიციანი – შპს მნმ – მეწილე – 03.09.2019-დღემდე – წილი 70% – პარტნიორი: ნინო გაბელაია
  • მაკა კვიციანი – შპს სთანნერბოქსი – დირექტორი – 13.11.2020-დღემდე – წილი 0% – პარტნიორი: თამარ ნინიძე
  • მაკა კვიციანი – შპს სქინსიუთიქალზი – დირექტორი – 13.11.2020-დღემდე – წილი 0% – პარტნიორი: თამარ ნინიძე
  • მაკა კვიციანი – შპს დალოოდი – მეწილე – 06.08.2012-დღემდე – წილი 100% – პარტნიორი: მაკა კვიციანი
  • მაკა კვიციანი – შპს სქინსიუთიქალზი – მეწილე – 13.11.2020-დღემდე – წილი 50% – პარტნიორი: თამარ ნინიძე
  • მაკა კვიციანი – შპს სთანნერბოქსი – მეწილე – 13.11.2020-დღემდე – წილი 50% – პარტნიორი: თამარ ნინიძე
  • მაკა კვიციანი – შპს დალოოდ ფროდაქშენი – მეწილე – 07.04.2023-დღემდე – წილი 100%
  • მაკა კვიციანი – შპს სთორი – მეწილე – 22.04.2016-დღემდე – წილი 25% – პარტნიორები: ნინო დოლიძე, სალომე ღვინიაშვილი (დიდი ბრიტანეთი), ნინო ელიავა (რუსეთი), მაკა კვიციანი (რუსეთი)
  • მაკა კვიციანი – შპს სთორი ბათუმი – მეწილე – 10.07.2017-დღემდე – წილი 34% – პარტნიორები: მაკა კვიციანი (რუსეთი), სალომე ღვინიაშვილი (დიდი ბრიტანეთი), ნინო დოლიძე
  • მაკა კვიციანი – შპს გოლა დამიანი – მეწილე – 28.01.2015-დღემდე – წილი 100% – პარტნიორი: მაკა კვიციანი (რუსეთი)
  • მაკა კვიციანი – შპს გოლა დამიანი – დირექტორი – 28.01.2015-დღემდე – წილი 0% – პარტნიორი: მაკა კვიციანი (რუსეთი)
  • მაკა კვიციანი – შპს ბკ ჰოლდინგი – დირექტორი – 24.04.2021-დღემდე – წილი 0% – პარტნიორები: ირაკლი ბურდილაძე, შოთა ბერეკაშვილი
  • შოთა ბერეკაშვილი – სს ნიუ დეველოპმენტი – აქციონერი – 28.01.2020-დღემდე
  • შოთა ბერეკაშვილი – შპს ბკ ჰოლდინგი – მეწილე – 24.04.2021-დღემდე – წილი 50% – პარტნიორი: ირაკლი ბურდილაძე

შვილობილი საწარმოები (შპს ბკ ჰოლდინგი)

  • შპს ბკ ჰოლდინგი – შპს ბკ რეალ ესთეით ედვაიზორსი – წილი 77.5%
  • შპს ბკ ჰოლდინგი – შპს ბკ ქონსთრაქშენი – წილი 100%
  • შპს ბკ ჰოლდინგი – შპს თეთრი კვადრატი – წილი 100%

შემოსავლები

  • შოთა ბერეკაშვილი – დეპუტატის ხელფასი 119,731 ლარი; დივიდენდი სს ნიუ დეველოპმენტი 2,114,433 ლარი;
  • მაკა კვიციანი - ბკ ჰოლდინგი, დირექტორი - 2,417,433 ლარი.

ხელშეკრულებები

  • შოთა ბერეკაშვილი – სამომხმარებლო სესხი – 1,522,512 EUR – 13.09.2022-05.09.2032 – თიბისი ბანკი – გასავალი 29,573 EUR
  • შოთა ბერეკაშვილი – სამომხმარებლო სესხი – 48,070 EUR – 29.05.2023-01.06.2033 – თიბისი ბანკი – გასავალი 8,108 EUR
  • შოთა ბერეკაშვილი – იპოთეკური სესხი – 580,239.64 EUR – 24.04.2024-05.04.2034 – თიბისი ბანკი – გასავალი 87,416 EUR
  • მაკა კვიციანი – ავტო ლიზინგი – 253,000 EUR – 31.10.2025-31.10.2032 – თიბისი ბანკი – გასავალი 33,427 EUR

შემოსავლები და გასავლები

  • შოთა ბერეკაშვილი – განათლება – გასავალი 165,066 GEL
  • შოთა ბერეკაშვილი – საყიდლები – გასავალი 282,141.5 GEL
  • შოთა ბერეკაშვილი – ჯანმრთელობა – გასავალი 26,518.58 GEL
  • შოთა ბერეკაშვილი – მოგზაურობა – გასავალი 174,605.06 GEL
  • შოთა ბერეკაშვილი – საანგარიშო პერიოდში გაცემული ფულადი დახმარებები – გასავალი 253,000 GEL
  • შოთა ბერეკაშვილი – მშობლისთვის ჩარიცხული თანხა – გასავალი 60,000 GEL
  • მაკა კვიციანი – მოგზაურობა – გასავალი 169,544.64 GEL
  • მაკა კვიციანი – საყიდლები – გასავალი 148,155.33 GEL
  • მაკა კვიციანი – ჯანმრთელობა – გასავალი 167,887.31 GEL
  • მაკა კვიციანი – განათლება – გასავალი 45,279.26 GEL
  • მაკა კვიციანი – სახლის სამეურნეო ხარჯები – გასავალი 39,449.25 GEL
  • მაკა კვიციანი – ფულადი დახმარება – გასავალი 10,518 GEL
  • მაკა კვიციანი – ძმასთან გადარიცხვა – გასავალი 27,000 GEL

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები