მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ფასების სახელმწიფო კომისია” პარლამენტში - წინასწარი დასკვნები და მიგნებები

მაღალი ფასები საქართველოში სურსათზე, რითაც საქართველოს ხელისუფლება დაკავდა და საჯარო განცხადებების მიხედვით აპრილის ბოლომდე გეგმავს გამოაცხადოს გადაწყვეტილებები, რითაც მათი აზრით, ფასების შემცირებაc და ხელმისაწვდომობის ზრდაც შესაძლებელი იქნება. გასული კვირეულის ინფორმაციით პარლამენტში მიმდინარე საქმიანი სხდომების კვალობაზე გამოცხადდა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების ციკლი დაასრულეს. კომისიის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე კრიტიკული მიმართულება, რაც ბიზნესს არაკონკურენტულ გარემოში აყენებს: ეს გახლავთ იმპორტდამოკიდებულება: წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია უცხოურ ნედლეულზე, რაც პირდაპირ აისახება ინფლაციურ რისკებზე. ეს გახლავთ საოპერაციო ხარჯების ზრდა ანუ მკვეთრად არის გაზრდილი რეალიზაციის ხარჯები, რაც უშუალოდ ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობას უკავშირდება. და კიდევ ერთი მიგნება საპარლამენტო კომისიისგან: ძვირი ფინანსური რესურსი ანუ სამუშაო კაპიტალის დეფიციტის გამო, მწარმოებლებს უწევთ საბანკო სესხების აღება 15-16%-იან განაკვეთში, რაც ავტომატურად აისახება საბოლოო ფასში. ერთი სიახლეც რაც გვაქვს თქვენთვის, ეს არის საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილება რომ დამოუკიდებელი დასკვნა თუ რა მიზეზით არის საქართველოში მაღალი ფასები სურსათზე წამყვანი აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანიის მიერ დაიდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კვლევას შეუკვეთს. საუბარია, ე.წ. წამყვანი ოთხეულიდან ერთ-ერთი ანუ "ბიგ ფორის" სახელით ცნობილი მსოფლიოს წამყვანი აუდიტორებიდან, რომლებიც საქართველოშიც არიან წარმოდგენილი.

სტუმრები:

  • გიორგი მუსერიძე - მარნეულის სასურსათო ქარხანა, დირექტორი;
  • ქეთი ვაშაკიძე - “ბიუ ბიუ პლიუსი”, მმართველი პარტნიორი;
  • ირაკლი ქურდაძე - “ფრიქსი”, კომერციული დირექტორი;

ინტერვიუერი: გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები