სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
"ფასების საპარლამენტო კომისია" დღეს კვების პროდუქტების მწარმოებლებს შეხვდება.
კომისიის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე წერია, დაგეგმილია კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.
პარლამენტში, „ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიაზე" გასულ კვირას ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, კვერცხის მწარმოებლებს, ასევე ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინეს.




























