მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაშინიანი ამბობს, რომ მზად არიან თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სატვირთო მანქანების ტრანზიტი უზრუნველყონ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ხელი შეუწყონ თურქეთიდან აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილების ტრანზიტს მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით.

ფაშინიანი ამბობს, რომ როგორც აზერბაიჯანმა მოხსნა სატრანზიტო შეზღუდვები სომხეთისთვის, იმავეს იზამს სომხეთიც.

„ვთქვათ, სატვირთო ავტომობილი თურქეთის მხრიდან უახლოვდება მარგარას საბაჟო-გამშვებ პუნქტს აზერბაიჯანში ტრანზიტის მიზნით, სომხეთს ამ პროცესის ხელშეწყობა უკვე დღეს შეუძლია. ჩვენი გზები გორისამდე და კორნიძორამდე კარგ მდგომარეობაშია. როგორც იცით, კორნიძორში გარკვეული ინფრასტრუქტურაც გვაქვს და შეგვიძლია ორივე მიმართულებით მომსახურების გაწევა. ეს ნიშნავს, რომ თუ აზერბაიჯანული სატვირთო კორნიძორში თურქეთში ტრანზიტის მიზნით მივა, მისი გატარება დღესვე შეგვიძლია", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები