მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება“ - ფაშინიანის გაფრთხილება

კობახიძე ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების კუთხით, საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები არსებობს. ამის ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მის კომენტარს სომხური მედიები ავრცელებენ.

მან საკითხის დარეგულირების იმედი გამოთქვა. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების შემდგომი გადაზიდვის ნაწილში ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც საქართველოს რკინიგზის ტარიფებს ეხება... თუ საკითხები არ დარეგულირდება, ვიმედოვნებ ბიზნესი იმპორტ-ექსპორტის უზრუნველსაყოფად ლოგიკურად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანიდან საწვავით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა დაიძრა, რომელმაც ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს. შემადგენლობას 1220 ტონა 95 მარკის ბენზინი გადააქვს და ის 22 ვაგონისგან შედგება. საქართველო აღნიშნულ ტვირთს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს, რის შესახებაც მთავრობამ განკარგულება 8 დეკემბერს გამოსცა. საერთო ჯამში საქართველო საგამონაკლისო წესით 2600 ტონა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს.

ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზას თურქეთთან და აზერბაიჯანთან კავშირის აღდგენა დაავალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები