მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება" - 49.81%, კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" - 23.29% | ცესკომ შედეგები გამოაქვეყნა

სომხეთი

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ბიულეტენების დათვლა დაასრულა. სომხური მედიის ცნობით, დათვლილია ყველა (2005-ვე) საარჩევნო უბნის შედეგები.

სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პარტია ხმათა 49.81% მიიღო, ხოლო 23.29% სომეხი მილიარდელის სამველ კარაპეტიანის პარტიათა ბლოკმა "ძლიერი სომხეთი" 23.29%.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

- პირველი ადგილი დაიკავა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“, რომელმაც 727 160 ხმა (49,81%) მიიღო.

მეორე ადგილზეა პარტიათა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 340 062 ხმა (23,29%) მოიპოვა.

მესამე პოზიციას იკავებს პარტიათა ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც 145 097 ხმა (9,94%) აქვს.

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 58 368 ხმა (4,00%) დააგროვა.

მეხუთე ადგილზე გასულ პარტიას „ერთობის ფრთები“ კი 33 618 ხმა (2,30%) აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები