მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

ავარია

სომხეთში, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

უფრო კონკრეტულად, დღეს დილის დაახლოებით 07:50 საათზე ქოჩაკი–აპარანის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის გვარდიის კუთვნილი „ჰონდას“ მარკის ავტობუსი და „ნისანის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად, ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.

როგორც ცნობილია, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 მოქალაქემ სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. შემთხვევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები ავარიის ზუსტ გარემოებებსა და მიზეზებს ადგენენ. გამოძიება გრძელდება და დამატებითი დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ის საარჩევნო შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები