მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fashion Revolution-მა ტანსაცმლის ბრენდები ეთიკური წარმოებისთვის “გამჭვირვალობის ინდექსით” შეაფასა - რეიტინგი

64b7fb9982777
სალომე ხიდურელი
23.07.23 10:29
573
მსოფლიოს უმსხვილესმა მოდის აქტივიზმის მოძრაობა Fashion Revolution-მა ტანსაცმლის მწარმოებელ 250 ბრენდს გამჭვირვალობის ინდექსი მიანიჭა. ორგანიზაციამ კომპანიები იმის მიხედვით შეაფასა, თუ რამდენად საჯაროა ინფორმაცია მათი მიწოდების ჯაჭვისა და გარეოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ.

Fashion Revolution ბრენდებისგან სრულ გამჭვირვალობას ითხოვს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო ძალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და გარემოს დაბინძურების პრობლემები.

Euronews-ის ცნობით, მხოლოდ ორმა ცნობილმა ბრენდმა მოახერხა გამჭვირვალობის ინდექსის 80%-ზე მეტის მოპოვება, 0-10%-იანი მაჩვენებელი კი 70 ბრენდს ჰქონდა. ინდექსი პროცენტულ მაჩვენებელს იმის მიხედვით ანიჭებს, თუ რამდენად საჯარო და ხელმისაწვდომია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შესაბამისად, 100%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ კომპანიის მომწოდებელზე, შიდა პოლიტიკასა და წარმოების პროცედურებზე ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია.

გასულ წელს მხოლოდ 15 ბრენდი შეფასდა 0%-ით, წლევანდელი მონაცემებით კი ასეთი 18 კომპანიაა: ANTA, Belle, Big Bazaar, Bosideng, Fashion Nova, K-Way, KOOVs, Max Mara, Metersbonwe, Mexx, New Yorker, Heilan Home, Savage x Fenty, Semir, Splash, Tom Ford, Van Heusen და Youngor.

TOP 10 ბრენდი, რომელმაც გამჭვირვალობის ინდექსით ყველაზე მაღალი პროცენტი მოიპოვა:
  1. OVS - 83%
  2. Gucci - 80%
  3. Target Australia - 76%
  4. Kmart Australia - 76%
  5. United Colors of Benetton - 73%
  6. H&M - 71%
  7. C&A - 68%
  8. The North Face - 66%
  9. Puma - 66%
  10. Timberland - 66%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები