ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ აისახება ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. საქართველოში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად ქაოსურად, საჯარო კონსულტაციებისა და ადგილობრივი ბიზნესის ინტერესების იგნორირებით მიმდინარეობს, მაშინ როცა მსოფლიო ბანკის სტანდარტები პროცესის სრულიად განსხვავებულ, გამჭვირვალე მოდელს გვთავაზობს. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის ეტაპზე დაშვებული შეცდომები არა მხოლოდ ფინანსურ ზარალს, არამედ საგზაო უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით რისკებსაც აჩენს. რა რეგულაციები გვაკლია გზების რეაბილიტაციის პროცესში და როგორია 2026-2027 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია?
სტუმარი: ეკა ლალიაშვილი - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























