მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასის დღგ-ს ჩათვლით მითითების სტანდარტი ყველა სავაჭრო ობიექტზე ვრცელდება - კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ, - ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, კვების მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული წესი 2022 წლიდან ამოქმედებული მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონის მიხედვით ისედაც გაწერილი იყო. თუმცა როგორც ბიზნესის ისე მომხმარებლის ცნობიერების დაბალი დონის გამო სავარაუდოდ მისი დარღვევა ხდებოდა.

კანონის მიხედვით, საქონლის ფასი, საქონლის ან მომსახურების ერთეულის ან განსაზღვრული რაოდენობის საბოლოო ფასია, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადს და ასევე სხვა გადასახადებსაც მოიცავს. სააგენტოს მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ რომ ეს წესი არამხოლოდ სარესტორნე ბიზნესს არამედ ყველა ეკონომიკურ აგენტს ეხება, რომელიც კონკრეტულ მომსახურებას და პროდუქციის რეალიზაციას ახდენს.

“შესაძლოა, აქამდე არღვევდნენ სხვა სავაჭრო ობიექტებიც ფასის მითითების წესს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, თუმცა სააგენტოს აქამდე ეს ბერკეტი არ ჰქონდა, რომ რომელიმე კომპანიის მიმართ რაიმე ზომები მიეღო და და აღნიშნული სტანდარტი დაედგინა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ერთი სავაჭრო ობიექტის მიმართ იყო ასეთი განცხადება შემოსული და ერთი სავაჭრო ობიექტის მიმართ დადგინდა ეს სტანდარტი, რომ ღირებულება ჯამურად უნდა იყოს მითითებული ეს სტანდარტი ვრცელდება რა თქმა უნდა, ყველა სავაჭრო ობიექტზე, რომ წინასწარ უნდა იყოს გასაყიდი ფასი მითითებული სრულად, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს უკვე მაშინ როდესაც დადგება გადახდის დრო,”- აცხადებს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის, უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლანა გელაშვილი.









გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები