მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფასწარმოქმნისას თითოეულ პრობლემაზე გვექნება გეგმა, თუ როგორ უნდა მივხედოთ - ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მათ ჯგუფს მწარმოებლებთან შეხვედრების შემდეგ გამოვლენილ ფასწარმოქმნის თითოეულ პრობლემაზე ექნება გეგმა თუ როგორ უნდა მიხედონ ამ საკითხებს. ამის შესახებ მან BMG-ს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია იმპორტიორებს მოუსმენს.

"მოგეხსენებათ, კომისიის მუშაობის ფარგლებში სამი სამუშაო სხდომა ჩავატარეთ. შევხვდით ადგილობრივ მწარმოებლებს, რის შედეგადაც არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. გამოვყოფდი 6 მნიშვნელოვან პრობლემას, რომლებიც ფასწარმოქმნის ჯაჭვზე ახდენს გავლენას და სამომხმარებლო ფასებს აძვირებს. თითოეულ პრობლემაზე ჩვენ გვექნება გეგმა, თუ როგორ უნდა მივხედოთ. თუმცა ფასწარმოქმნის ჯაჭვი სამი საფეხურისგან შედგება: ესენია მწარმოებლები, იმპორტიორ-დისტრიბუტორები და საცალო ქსელი. მიმდინარე კვირაში შეხვედრა გვექნება იმპორტიორ-დისტრიბუტორებთან, ანუ ფასწარმოქმნის ჯაჭვის მეორე რგოლზე გადავდივართ. აქაც გვინდა დეტალურად შევისწავლოთ პროცესები, დავადგინოთ რა მიზეზები იწვევს ფასნამატის ზრდას და ეტაპობრივად მივყვეთ პროცესს. ჩვენთვის მთავარია, პროცესი წარიმართოს სწორად და ზუსტად მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება. ეს მოგვცემს საშუალებას, სწორი მექანიზმების ამოქმედებით მნიშვნელოვან კორექციას მივაღწიოთ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები შევამციროთ", - ამბობს ბერეკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები