მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDA-დან თანამშრომლების განთავისუფლების გამო, აშშ-ში ახალი წამლების დამტკიცება შეფერხებულია

fda

ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოდან თანამშრომლების მასობრივი განთავისუფლების გამო, ქვეყანაში ახალი წამლების, პრეპარატების, ვაქცინების და სხვა სახის პროდუქტების დამტკიცების პროცესი შეფერხებულია.

როგორც ცნობილია, ილონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა FDA-დან დაახლოებით 3,500 თანამშრომელი გაათავისუფლა, მათი დიდი ნაწილი კი
წამლების შეფასებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობდა, შესაბამისად, სააგენტოდან სამუშაო ძალის გაშვებამ პროცესის შეფერხება გამოიწვია.

FDA-ის საქმიანობის შეზღუდვა სამედიცინო-ფარმაკოლოგიური სექტორისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ბაზარზე ვერცერთი პროდუქტი ვერ გამოჩნდება, თუკი ის სააგენტოსგან ნებართვას არ მიიღებს, ამ პროცესის გაჭიანურება კი ფარმაკოლოგიური კომპანიების ინვესტორებს ყოველდღიურად მილიონობით დოლარი უჯდებათ, რაც სექტორის საბაზრო შეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები