მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FDA-მ 5-დან 11 წლამდე ბავშვების "ფაიზერით" ვაქცინაციაზე ავტორიზაცია გასცა

617c53d346c55
თამთა ჯიჯავაძე
30.10.21 00:12
747
აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) 5-დან 11 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაზე ავტორიზაცია გასცა. ამის შესახებ CNN იტყობინება. აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ გახდა პირველი კოვიდ-ვაქცინა, რომლის 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გაიცა.

კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ კლინიკური შემოწმების შედეგად, ვაქცინამ ბავშვებში 90%-ზე მეტი დაცვა აჩვენა სიმპტომატური დაავადების წინააღმდეგ.

ცნობისთვის, სულ ბოლოს „ფაიზერის“ კოვიდ-ვაქცინამ ავტორიზაცია 12-დან 15 წლამდე ბავშვებში მოიპოვა, თავდაპირველად კი ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის და უფრო მეტი ასაკის ადამიანებზე გასცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები