მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“FDI და სავალუტო რეზერვები მცირდება - ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან დაპარტნიორება”- გიორგი შაგიძე

IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მაშინ როცა ქვეყანაში სავალუტო რეზერვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, ეროვნული ბანკმა და მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა იმუშაოს - ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორმა გიორგი შაგიძემ განაცხადა. როგორც შაგიძე ამბობს, ქვეყანას სჭირდება პარტნიორი, რომელიც მძიმე ვითარებაში დაეხმარება და ასეთი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც საქართველოში თუ მდგომარეობა არ დასტაბილურდება დაბრუნებას არ განიხილავს.

“სავალუტო რეზერვებს რაც შეეხება, fitch ახსენეთ, სადაც საკმაოდ კარგად არის აღწერილი და მოყვანილია ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიცვალა რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან უარყოფითისკენ. რეზერვები შემცირებულია, შემცირებულია იმ რეზერვების რაოდენობაც, რომლის გამოყენებაც შეიძლება, იმიტომ რომ ამ რეზერვების ნაწილი ინვესტირებული არის ოქროში. შემცირებული არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასეთ დროს მნიშვნელოვანია გყავდეს კარგი პარტნიორი, რომელიც გვერდით დაგიდგება და თუ რაღაც პრობლემა იქნა ფინანსურად დაგეხმარება. ასეთი პარტნიორი ბევრი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში არ არის.

fitch-ის რეიტინგშიც წერია, რომ მოკლევადიან პერიოდში თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მათი დაბრუნება არ განიხილება. შესაბამისად, ეს ნაწილი ძალიან რისკინია და ალბათ კარგი იქნება თუ უფრო მეტ დროს დაუთმობს უფრო მეტს როგორც ეროვნული ბანკი ისე მთავრობა, ან თუნდაც ბიზნესი, რადგან ამას შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობაზე ჰქონდეს გავლენა.

ძალიან კრიტიკულია, რომ ასეთ ქვეყანაში ქვეყანას გვერდით ჰყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელსაც აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსები. თუ ქვეყანას დასჭრიდება კრიზისის შემთხვევაში ან კრიზისიდან გამოსვლის დროს ეს პარტნიორი უნდა იყოს ინსტრუმენტალური და ასეთი პარტნიორი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მნიშვნელოვანი, კი არა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოხდეს სავალუტო ფონდი იქნება თუ სხვა მსგავსი ორგანიზაცია მათთან დაპარტნიორება”, - აცხადებს მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები