მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-ის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ჩინელ კოლეგას შეხვდა

643920446de75
გიორგი თოლორდავა
14.04.23 14:39
655
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ვაშინგტონში მყოფ ჩინელ კოლეგას, ი განგს შეხვდა.

ამერიკისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მონეტარულ პოლიტიკაზე, გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და მაკროეკონომიკურ მოლოდინებზე ისაუბრეს.

განგი ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება, სადაც ის სიტყვითაც გამოდის.

მთავარი ბანკირების შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, პეკინსა და ვაშინგტონს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო მეტად იძაბება, ქვეყნების მაღალჩინოსნები კი ერთმანეთთან პირდაპირი შეხვედრისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, აშშ და ჩინეთი ერთმანეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან, გარდა ამისა, პეკინი ამერიკული ობლიგაციების რიგით მეორე უმსხვილესი მფლობელია, რა თქმა უნდა, იაპონიის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები