მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფეხბურთელის ფასს ლიგა განსაზღვრავს, რომელშიც ის თამაშობს“ -"დინამო თბილისი"

დინამო

„ფეხბურთელის ფასს ლიგა განსაზღვრავს, რომელშიც ის თამაშობს“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 6 მლნ ევროს ტრანსფერი განახორციელეს, რაც მისივე შეფასებით, არასტაბილური მაჩვენებელია. რადგან გუნდს შემდეგი ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია, ვიდრე მისი პირდაპირი ტრანსფერის შემთხვევაში.

„ფეხბურთელის გასაყიდი ფასის თქმა რთულია. მაგალითად, ფეხბურთელები ევროპული გუნდებიდან, რომელთა პირველი ტრანსფერი 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლებ თანხად მოხდა, დიდი გუნდიდან გადასვლის შემდეგ, მათი გაყიდვა უკვე სხვა ფასად განხორციელდა. ასევე, ხვიჩა კვარაცხელია რომ პირდაპირ “დინამო თბილისიდან" გაყიდულიყო, 100 მლნ ევრო ეღირებოდა თუ არა, ამის პროგნოზი ძალიან რთულია და ესეც ბიზნესპროცესია.

ვთვლი, რომ ქართული ეკონომიკისთვის და ქართული რეალობისთვის, ფეხბურთელების ტრანსფერი საექსპორტო შემოსავლების კუთხით, პირველ ათეულში იქნება,“ - აცხადებს დოლიძე.

მისივე შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, ეს მას არამომგებიან პოზიციაში აყენებს. თუმცა, დოლიძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობაც შეიძლება, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროკავშირში რეგისტრაცია მარტივად შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები