მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფეხსაცმელი ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინეთიდან შემოგვაქვს - სტატისტიკა

ფეხსაცმელი

წელს, საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 16,7 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი ვიყიდეთ, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 3 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩება.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2024 წელს რეკორდი დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში ჯამურად 131,1 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი შემოვიტანეთ, 2023 წელს კი 116 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წელს - 98 მლნ აშშ დოლარის.

ფეხსაცმელი ყველაზე დიდი რაოდენობით გასულ წელს ჩინეთიდან შემოვიტანეთ, მას მოჰყვება თურქეთი და იტალია.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა 2024 წლის მიხედვით:

  1. ჩინეთი - 41,1 მლნ აშშ დოლარი
  2. თურქეთი - 30,7 მლნ აშშ დოლარი
  3. იტალია - 15,7 მლნ აშშ დოლარი
  4. ესპანეთი - 8,5 მლნ აშშ დოლარი
  5. გერმანია - 6,8 მლნ აშშ როლარი
  6. ნიდერლანდები - 3,8 მლნ აშშ დოლარი
  7. ყაზახეთი - 3,7 მლნ აშშ დოლარი
  8. პოლონეთი - 3,6 მლნ აშშ დოლარი
  9. დანია - 1,8 მლნ აშშ დოლარი
  10. რუმინეთი - 1,5 მლნ აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ფეხსაცმლის იმპორტი ექსპორტის მონაცემებს 16-ჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები