ბაზარზე ავეჯის ახალი მაღაზია "ფელიჩე" გამოჩნდა, რომელსაც რეალიზაციაში ძირითადად თურქული წარმოებს ავეჯი აქვს, სპეცშეკვეთის შემთხვევაში კი იტალიურ ხაზსაც იღებენ.
მომხმარებელს "ფელიჩეს" შოურუმში მასიური ხის მასალით დამზადებული მაგიდა/სკამები, პრემიუმ ხარისხის მქონე დივნებისა და სავარძლების დიდი არჩევანი, საძინებლების სრული კომპლექტი და ინტერიერის აქსესუარები დახვდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი სოფო გოგოლაშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, მათი მიზანი არამხოლოდ ავეჯის სახლის გახსნა, არამედ ისეთი სივრცის შექმნა იყო, რომელიც ადამიანებს სასურველი ინტერიერის დიზაინის შექმნაშიც დაეხმარებოდათ.
"საქართველოში თითქოს ძალიან ბევრია ავეჯის სარეალიზაციო კომპანიები,თუმცა ძალიან ცოტაა შეთავაზება იმაზე, თუ რა სტილის ავეჯი სურს მომხმარებელს ინტერიერისთვის, მაშინ როცა სახლის შეძენას გეგმავს ან თუნდაც ძველი ავეჯის ჩანაცვლება სურს.
ჩვენ, ადამიანები ცხოვრების 87% -ს დახურულ სივრცეში ვატარებთ შესაბამისად,პასუხი მარტივია კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სივრცის სიმყუდროვის უზრუნველყოფა ისე,რომ სწორედ ეს 87% იყოს ადგილი,რომელიც გაბედნიერებს. სწორედ შინაგანი ბედნიერების და სიმყუდროვის შეგრძნებით გამსჭვალულია სახელი - ფელიჩე, რომელიც შევარჩიეთ ავეჯის სახლისთვის", - ამბობს სოფო გოგოლაშვილი.
მაღაზია თბილისში, კერძოდ დიდ დიღომში, მირიან მეფის 80 ნომერში მდებარეობს. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სამშენებლო კომპანიებთან და როგორც მისი დამფუძნებელი გვიყვება, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა თითოეული მობინადრის ინდივიდუალიზმის გათვალისწინება და სისრულეში მოყვანაა, თუმცა, ავეჯის სახლი "ფელიჩე" ამ გამოწვევას წარმატებულად უმკლავდება და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებლების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
სამომავლო გეგმებში კი გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება აქვთ.