პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სანქცირებული სახელმწიფოები აშშ-ის მთავრობას "ფენომენალურ" პირობებს შესთავაზებენ, მაშინ ის 2 აპრილს დაწესებული ტარიფების შემცირებას განიხილავს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და ვაშინგტონში თითქმის ყველა სახელმწიფოს ლიდერმა დარეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციას მოლაპარაკებების წარმოებისათვის ძლიერი ბერკეტები აქვს, რომელთაც ის აშშ-ის კეთილდღეობისათვის გამოიყენებს.
საფონდო ბირჟის მკვეთრი ვარდნის საკითხთან დაკავშირებით ტრამპი აცხადებს, რომ დროსთან ერთად ვითარება დასტაბილურდება და ინვესტორები მიხვდებიან, თუ რამხელა სარგებელს მიიღებს ამერიკა ტარიფების დაწესებით.




























